ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როკითში, მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
დავით კოხოძის განცხადებით, გარდაცვლილი 63 წლის მამაკაცია.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
































































