უჩვეულო შემთხვევა მოხდა სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. “დაზარალებული”, რომელიც სამი დღის წინ ამტიკებდა, რომ მისი სახლი დააყაჩაღეს, თავად კი მძევლად აიყვანეს, ბრალდებულია.
როგორც ირკვევა, პოლიციამ სოფელ მედანში მომხდარი ” ყაჩაღობის” ფაქტი გახსნა. შუახნის მამაკაცმა, რომელიც ამბობდა, რომ მისი სახლიდან 17 ათასი ლარი წაიღეს, თანხა თავად, სხვა მიზნებისთვის დახარჯა, ხოლო ყაჩაღობის ინსცენირება ფაქტის დასაფარად მოაწყო.
50 წელს გადაცილებულმა პირმა დანაშაული თავადვე აღიარა.
ამ დროისთვის მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლი კოდექსის 370-ე მუხლითაა აღძრული და ის პატიმრობაში რჩება.
თავდაპირველად, გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობდა.
ავტორი