სიდნეიში, 28 წლის მამაკაცმა თავისი მეუღლე და 7 შვილი საცხოვრებელ სახლში გამოკეტა და შენობას ცეცხლი წაუკიდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურებმა სახლიდან ბავშვებისა და ზრდასრულების გამოყვანა შეძლეს, თუმცა, მოგვიანებით, 5 თვის გოგონას დამწვარი სხეული იპოვეს. ორი ბავშვი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო მათი 4 და-ძმა ამჟამად, სტაბილურ მდგომარეობაშია.
მამა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის, პარამატას ადგილობრივ სასამართლოში დაიბარეს. მას მკვლელობის მცდელობასა და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის მიყენების მიზნით, ქონების განადგურება/დაზიანებაში წაუყენებენ ბრალს.
„სავარაუდოდ, ეს ინციდენტი ოჯახურმა კამათმა ან დავამ გამოიწვია, რაც ამ საზარელ ტრაგედიაში გადაიზარდა. ბავშვების დედა საავადმყოფოდან უკვე გაწერილია და პოლიციასა და გამომძიებლებს ინციდენტის გამოძიებაში დაეხმარება. მამა წინააღმდეგობას უწევდა სასწრაფო დახმარებასა და მეზობლებს, რომლებიც მისი შვილების გადარჩენას ცდილობდნენ. ერთ-ერთი ბიჭი გადავარჩინეთ, მამაკაცი კი – წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ დავაკავეთ. ბრალდებული სრულად აცნობიერებს, რომ ხანძარს მისი სამი შვილი ემსხვერპლა და, რომ მას ამ დანაშაულისთვის ბრალი უკვე წაუყენეს“, – თქვა პოლიციამ.
ავტორი