კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების, მის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების და მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 13 წლის გოგონამ, მამინაცვლის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ, დედას მას შემდეგ გაუმხილა, რაც მამაკაცმა მეუღლეზე იძალადა. სამართალდამცავებს სწორედ გოგონას დედამ შეატყობინა.
გოგონას ჩვენების თანახმად, მამინაცვლის მხრიდან გოგონაზე სექსუალური ძალადობა 9 წლის ასაკიდან დაიწყო.
არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მამაკაცი მას მუდმივად ემუქრებოდა, რის გამოც დედასთან სიმართლის გამჟღავნებას ვერ ახერხებდა. გოგონა, ამჟამად, დედასთან ცხოვრობს, თუმცა, მასთან სოციალური აგენტი და ფსიქოლოგი მუშაობენ.
ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პატიმრობაში იმყოფება ბრალდებულის პირველ მეუღლესთან შეძენილი ვაჟიც, რომელიც არასრულწლოვან გოგონასა და დედამისს, მუქარის გზით, ჩვენების შეცვლას აიძულებდა.
გამოძიება 45 წლამდე ასაკის მამაკაცის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 141-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც გაუპატიურებას, გარყვნილ ქმედებასა და ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
ბრალდებულის ვაჟის მიმართ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 372- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას ნიშნავს. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის პასუხი ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
წინასასამართლო სხდომა, 14 ივნისს უნდა ჩატარდეს.
წყარო: knews.ge