შვილის საქციელით შეწუხებულმა მამამ გადაწყვიტა ვაჟთან ანგარიშის გასასწორებლად ქილერი დაექირავებინა, რადგან სხვანაირად ვერაფრით შეძლო თავისი 23 წლის შვილისთვის ჭკუა ესწავლებინა.
საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ 23 წლის სიაო ფენი მიჯაჭვული იყო როლურ კომპიუტერულ თამაშებს. სიაოს საქციელი უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცილდებოდა. ახალგაზრდა ბიჭი არც კი ცდილობდა მუშაობის დაწყებას. მხოლოდ სამი თვე სცადა პროგრამისტად მუშაობა, შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლდა და საყვარელ თამაშს დაუბრუნდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ, გამწარებულმა მამამ დაიქირავა მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებიც მის შვილს რამდენიმე დონით ასწრებდნენ. კაცმა იფიქრა, რომ თუ მისი ვაჟის პერსონაჟი გამუდმებით მოკლული იქნებოდა, შვილი დაკარგავდა ინტერესს თამაშის მიმართ.
ახალგაზრდა კაცზე ავატარის მრავალჯერადმა სიკვდილმა სულაც არ იმოქმედა. მან მამას განუცხადა, რომ შეუძლია ითამაშოს, ან არ ითამაშოს. ეს მისთვის მთავარი არაა. რომ მას უბრალოდ დრო სჭირდებოდა და მუშაობას მხოლოდ იმიტომ არ იწყებდა, რომ არ გამოუჩნდა ისეთი ადგილი, რაც მას შეეფერებოდა. მამა ძალიან კმაყოფილი დარჩა შვილის ასეთი პასუხით, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, იპოვა თუ არა ახალგაზრდა ჩინელმა თავისი ოცნების სამუშაო.
კომპიუტერების მიმართ დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს ჩინეთში. ამჟამად ჩინეთში 300 – ზე მეტი სპეციალური კლინიკაა, რომელიც ასეთ ადამიანებთან მუშაობს.