რუსთავში მამამ შვილს ნაჯახი ჩაარტყა, _ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით,, ერთ-ერთ მიკრორაიონში, მამაშვილს შორის კამათი ხმამაღალ საუბარში გადაიზარდა, რა დროსაც 60 წლამდე მამაკაცმა 40 წლამდე შვილს თავის არეში ნაჯახი ჩაარტყა.
ახალგაზრდამ მიიღო დაზიანება, ადგილზ მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.