“რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”,_ ამის შესახებ განცხადება ალბანეთთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
“ჩემი პირველი სანაკრებო მშრალი მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ჩავატარე. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა, ახლა კი, მეტი გამოცდილება მაქვს და ვეცდები ამ შეხვედრაშიც კარგად ვითამაშო.
მიუხედავად ანგარიშისა, ჩეხეთთან რთული თამაში გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ და სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ასეთი სხვაობა. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ვუყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი ჩეხეთთან შეხვედრაში მათი თამაშისგან.
მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ვერც გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ცუდ და კარგ პერიოდშიც გვეხმარებიან და ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის. ერთი გუნდი ვართ და მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის”,_ განაცხადა მამარდაშვილმა.