ახალი წლის წინა დღეს რუსეთის ერთ ქალაქში გამოძახებულმა მაშველებმა ფანჯრიდან გადმოკიდებული მამაკაცი შეამჩნიეს, რომელსაც ძლივს იკავებდა ფანჯრის რაფა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველაფერი საკმაოდ პროზაულად დაიწყო. მამაკაცის მეუღლე მთელი დღე სამზარეულში ფუსფუსებდა და საახალწლო სუფრას ამზადებდა. რაკი ყველაფერი მაცივარში არ დაეტია, რომ არ გაფუჭებულიყო, ზოგი რამ საგულდაგულოდ ჩააწყო პოლიეთილენის პარკებში და ფანჯრიდან გადაკიდა. ასევე მოექცა სპირტიან სასმელებსაც.
საღამოს, ვიდრე ცოლი საყიდლებზე იყო წასული, მამაკაცმა გადაწყვიტა, საჭმლისთვის სასმელიც მიეყოლებინა, მაგრამ მისი აღებისას ფეხი აუცურდა და ფანჯრიდან გადავარდნას ძლივს გადაურჩა.
ფანჯარაზე იგი კარგა ხანს ეკიდა. მართალია, მეზობლებმა მალევე შეამჩნიეს, მაგრამ დახმარების ნაცვლად მისი სადღეგრძელო შესვეს, როგორც მამაცი კასკადიორისა და უბრალოდ კარგი კაცისა, რომელიც ახალ წელს ორიგინალურად აღნიშნავდა…