ჩოხატაურელი ბავშვი, თიკა ჯერენაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
“მამიკო, მენატრები და ყოველთვის ჩემს გულში იქნები. ნათელში მიმყოფოს ღმერთმა შენი სული”, _ წერს თიკა.
როგორც თიკამ “გურია ნიუსთან” საუბრისას თქვა, მამა, ვასო ჯერენაშვილი პოლონეთში იყო სამუშაოდ წასული, სადაც სამუშაოს შესრულების დროს, გაზის აფეთქების შედეგად ტრამვა მიიღო. რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო. შემდეგ კი, დაიღუპა.
“პოლონეთში, სამსახურში გაზი აფეთქდა. ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ გვითხრეს, რომ დაიღუპა”. _ ამბობს თიკა.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს თიკას საყვარელი მამიკოს გარდაცვალების გამო.