ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი, 42 წლის ჰილარი სუონკი როლებზე უარს ამბობს და მთელ დროს მოხუცი მამის მოვლას უთმობს. ამის შესახებ, მსახიობმა, ცოტა ხნის წინ, გამოცემას “Huffpost Live”-ს უთხრა.
იგი ამბობს, რომ კარიერა ზოგჯერ გვერდზე გადაუდია, რადგან სტივენ სვანკს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ფილტვები გადაუნერგეს, მოვლა სჭირდებოდა.
„მამაჩემი ჩემთან ცხოვრობს, მე ერთადერთი ვარ, ვინც ახლა მასზე ზრუნავს. მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი – ის, რისთვისაც ვარსებობთ, ჩვენი ოჯახია.
მამაჩემთან ერთად ყოფნაზე უფრო არაფერი მინდა. ახლა მის მოვლაზე რომ უარი მეთქვა, მომავალში ყოველთვის ვინანებდი, რომ არ გამოვიყენე შესაძლებლობა, მასზე მეზრუნა, დავხმარებოდი მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა“, – ამბობს ჰოლივუდის მსახიობი.