ამერიკელ გენეტიკოსებს თუ დავუჯერებთ, რაც უფრო გვიან ხდება მამაკაცი მამა, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ მისი შვილი დღეგრძელი იქნება.
ასაკის მატებასთან ერთად სპერმა ცვლილებებს განიცდის და შედეგად, გენეტიკურ კოდს გამოიმუშავებს, რომელიც შვილის სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ეს გენეტიკური კოდი შვილებსა და შვილიშვილებს გადაეცემა. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები 1 779 ადამიანის დნმ-ის ანალიზის შედეგად მივიდნენ. კვლევის შედეგები აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კრებულში გამოქვეყნდა.
გენეტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ მამაკაცი შედარებით მოწიფულ ასაკში ხდება მამა, ეს დადებითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე.
ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას ფონ გჯინსკი მიზანშეწონილად მიიჩნევს ბავშვის გაჩენას მოწიფულ ასაკში და ახალგაზრდა წყვილებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებამდე აჩქარებას არ ურჩევს.
ავტორი