ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის დასკვნით დღეს, გუნდურ შეჯიბრში, ფრანგებმა იაპონიის უძლიერესი გუნდი 4:1 სენსაციურად დაამარცხეს და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. ფრანგებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: კლარის აგბენენუ (-70კგ.), ალეხს კლერჟე (-90კგ.), რომანე დიკო (+70კგ), ტედი რინერი (+90კგ.), კლარა სისკე (-57კგ.), გილამ ჩაინი (-73კგ.).
ბრინჯაოს მედლები გერმანიის და ისრაელის გუნდებმა მოიპოვეს.
შეცვლილი ფორმატის გამო, სამწუხაროდ გუნდურ შეჯიბრში ვერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენს გუნდს ქალების კვოტა არ ეყო (ყველა გუნდი 3 კაცით და 3 ქალით უნდა იყოს დაკომპლექტებული).
შეგახსენებთ, რომ სულ მალე, 14:50 ზე დაიწყება ძალოსნობის ტურნირი. ფიცარნაგზე საქართველოს სახელით ანტონ პლისნოი (-96 კგ.) გამოვა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი წონის ერთ-ერთი ლიდერია.
[sexy_author_bio]