„პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება“, _ ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
„17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა. გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა ის წამლები მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.
ასევე ამოღებულია წერილი, ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების თაობაზე. ასევე, მისი სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება მუშაობას ყველა შესაძლო ვერსიაზე“, _ თქვა ჭელიძემ.