https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებს ტოვებს _ “მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი”

6:05; 4.05.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბორჯღალოსანთა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. რაგბის ფედერაციის ინფორმაციით, მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:

 “ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა, მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

 ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს“ – თქვა მამუკა გორგოძემ.

4-ჯერ საუკეთესო მსოფლიო თასზე

გორგოძემ ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.

 მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე – 2007, 2011 და 2015 – და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია – ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

 “ნაკრებში პირველად 2003 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშე. შეცვლაზე 10 წუთით შევედი, ამ პერიოდში ბურთიც მივიღე და რაღაცეები კარგად გამომივიდა. მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩავატარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.

 მოგება ისე არასდროს გამხარებია, როგორც ტონგასთან ბოლო მსოფლიო თასისას. კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო. ასევე ძალიან მაგარი იყო ახალ ზელანდიასთან შეხვედრა. მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სტადიონი ‘მილენიუმი’ და მე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

 ძალიან მაგრად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება საქართველოში, გადაჭედილ ‘დინამოზე’ ჩატარებული თამაშები, განსაკუთრებით კი, წელს რუსეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განათებული ტრიბუნები. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, ‘ნოუ კამპზე’ 93 ათასი მაყურებელი იყო, მაგრამ იქაც არ იყო ისეთი ატმოსფერო, როგორც ჩვენთან 54-ათასიან დინამოზე“ _ იხსენებს ცნობილი მორაგბე

ნაკრებიდან დამარცხებული არ წავალ!

გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში ‘ლელოში’ დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/2011 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/2013 წლების სეზონში, აღიარეს ტოპ 14-ისა და ‘ჰაინეკენის თასის’ (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

 2014 წლიდან ‘ტულონში’ გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ‘რასინგს’ 93-ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

 ბორჯღალოსნების კვართით 71 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 13 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

 მამუკამ ნაკრების კვართით ბოლო თამაში წელს მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, კოჭი და მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა. ის თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო და ამან გორგოძე ნაკრებში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებაზე დააფიქრა:

 “არ მინდოდა გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!“ _ აღნიშნავს მორაგბე.

ერთად გავიზარდეთ

ზემოთნახსენები ტიტულების გარდა, მამუკა გორგოძე გულშემატკივრების გამოკითხვისას არაერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. ბორჯღალოსნების კაპიტანი ქომაგის სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა და მათ მიმართ თავადაც მუდამ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა:

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, იმ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. ბევრი დიდი სარაგბო ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი გულშემატკივრით, როგორიც ჩვენ გვყავს. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ქომაგები მუდამ გვამხნევებდნენ და რაგბი ხელში ყავთ აყვანილი.

 პირველივე დღიდან მახსოვს მათი თანადგომა. საქართველოს ნაკრები და მისი ქომაგები ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით. როგორც ჩვენ მივიწევდით წინ, ისე მატულობდა ტრიბუნაზე გულშემატკივარი და რაც მთავარია, იზრდებოდა მათი სარაგბო განათლება. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნამდვილი პროფესიონალები არიან და მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც პირადად მე და ნაკრების თითოეული წევრი ყოველთვის გრძნობდა“, _ ამბობს მამუკა გოგროძე 

ახალი თაობა უფრო მეტს მიაღწევს

იმ 14 წლის განმავლობაში, რაც მამუკა გორგოძემ ნაკრებში გაატარა, ბორჯღალოსნებმა არაერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ქართულ რაგბს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვეს სახელი. თუ ადრე პორტუგალიასა და ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პირველი დონის გუნდებს მსოფლიო თასს მიღმა შევხდებოდით, ახლა სიტუაცია შეცვლილია და საუკეთესოებთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტესტ-მატჩები გვაქვს.

 გორგოძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო წლებში ეს წინსვლა გაგრძელდება და ამის იმედს ის თაობა იძლევა, რომელმაც ბორჯღალოსნების რიგები უნდა შეავსოს:

 “იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში გავატარე, ჩვენი გუნდი ძალიან წინ წავიდა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდით ასეთი თამაშები თუ გვექნებოდა. საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგაც კი, ერთგვარი რიდით გავდიოდით, დაძაბულები ვიყავით, არ გვინდოდა შევრცხვენილიყავით. ახლა ასე აღარაა და დიდ გუნდებსაც თამამად ვეთამაშებით, შიში აღარ გვაქვს. შესაძლოა მათთან მოგებას ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შანსი გვექნება და რაღაცას მაინც ვატკენთ.

 მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი საგარეო მტერი გვყავს, რომლებსაც ჩვენი ადგილის დაკავება უნდა და მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანი მიღწეულის შენარჩუნება და ნელ-ნელა წინსვლა უნდა იყოს, რადგან დიდ ნახტომს აუცილებლად ვარდნა მოყვება. სადაც ვართ იმ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან და მათ უფრო მეტის მიღწევაც შეუძლიათ.

 მაქვს ერთი სურვილი – ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა ამას მოახერხებს“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026

"არავის ეპარება ეჭვი, რომ ზუსტად ასეთივე სულისკვეთება გააჩნია დონალდ ტრამპს" _ პრემიერი

162-ე სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა _ "დირექტორმა დოკუმენტის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო