“დღეს ქუთაისში მიმდინარე პროტესტს შევუერთდით! “ _ წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
“ათასობით ადამიანი დგას აქ უკვე ერთი კვირაა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მათთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია – საკუთარი თავისუფლების გარდა მათ ქვეყნის თავისუფლება აინტერესებთ.
ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არა მხოლოდ თბილისში და რუსთაველზე, არამედ ყველა ქალაქში წყდება საქართველოს ბედი!
ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას უკან რუსეთში, რადგან აქ ცხოვრობენ პატრიოტი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღირსება!” _ წერს ხაზაარძე.