“ივანიშვილმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ ხაზარაძე ხადარკოვსკივით უნდა ჩავსვაო” – ამის შესახებ კოალიცია “ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებული იყო, რომ ივანიშვილს მისი და ბადრი ჯაფარიძის ციხეში გამოკეტვის სურვილი ჰქონდა.
“ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თქვა შეკრებაზე და ეს არის უტყუარი ამბავი, როცა თავისიანებს ხვდებოდა და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, იმ საუბრიდან გამოსულმა შეშფოთებულმა [პირმა] მითხრა, რომ “მამუკა, თავს გაუფრთხილდი იმიტომ, რომ ბიძინამ ვიწრო შეხვედრაზე თქვა, ხაზარაძე ხადარკოვსკივით უნდა ჩავსვა ციხეში”.
მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ეს სურვილი უნდოდა და ბუნებრივია ვიცოდი, რომ ისინი ამ მუხლით იმოქმედებდნენ და ჩაგვსამდნენ და შეგუებული ვიყავი, რომ 8 თვეს მოვიხდიდი ისევე, როგორც ბადრი ჯაფარიძე.


































































