მე ბატონ მამუკა ხაზარაძეზე უფრო სერიოზული წარმოდგენა მქონდა – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი, რომელსაც შს მინისტრის მუქარის არ სჯერა. სკანდალურ წერილს კი არასერიოზულს უწოდებს.
„მე ბატონ მამუკა ხაზარაძეზე უფრო სერიოზული წარმოდგენა მქონდა. მე მეგონა, რომ მისი სიტყვების უკან იდგებოდა რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან არგუმენტები. დღეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აბდა-უბდა შეიქმნა და ვერ ვხედავ მე რეალურად, პრობლემა რა აქვს ბატონ მამუკა ხაზარაძეს. ბანკი გადის დიდ მოგებაზე, ანაკლიის პორტი მისცა ჩვენმა ხელისუფლებამ და მტკიცებულებების სახით წარმოადგინა ფურცელი, რომელიც თქვენ დაბეჭდეთ, მე თუ ჩვენმა მეგობარმა, საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს,“ – განაცხადა ზარდიაშვილმა.