„სახელმწიფო ყველა თავისი ქმედებითა და თითოეული ნაბიჯით ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები, _ ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის დაკავებას. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი შესაბამისი მტკიცებულებების მოძიების შემდეგ დააკავა და ბრალი წარუდგინა.
„ჩვენ ინტენსიური კონტაქტი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მის ხელმძღვანელებთან. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბოლო სხდომამდე რამდენიმე დღით, სამი დღით ადრე, მისცა გამოძიებას ჩვენება, შემდეგ ამ ჩვენების საფუძველზე დაიკითხნენ სხვა ადამიანებიც და შესაბამისად, ამის შემდეგ მოგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დააკავეს მირზა სუბელიანი“. მამუკა მდინარაძემ კომენტარი საგამოძიებო კომისიის მუსაობაზეც გააკეთა. – „ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული ქმედითი ნაბიჯი და დამატებითი მტკიცებულებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჭეშმარიტების დადგენას და ობიექტურობას რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა, იმ ადამიანმაც კი, რომელსაც ძალიან თანავუგრძნობთ მთელი ქვეყანა, თუ არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, ვერაფრით ვერ წაუყენებს პროკურატურა და შინაგან საქნეთა სამინისტრო ბრალს ვერც ერთ ადამიანს, ხოლო თუ იქნება ელემენტარული საფუძველი, და ამ საფუძვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება მტკიცებულებების მოგროვება კონკრეტული ადამიანების მიმართ, არავინ აპირებს ვინმესთვის ხელის დაფარებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს საუბრისას მამუკა მდინარაძემ.