მამუკა მდინარაძე გურიის სტიქიას ეხმაურება _ მის ნათქვამს ონლაინ-გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს.
„ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება და შველა სჭირდება, მაქსიმალური კეთდება.
და არის რაღაც მომენტები, უკაცრავად ყველასთან ამ შეფერხებისთვის, როცა საათები სჭირდებათ მაშველებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ფიზიკურად გაკვალონ და ისე გამოიყვანონ სტიქიის ზონიდან ჩვენი მოსახლეობა, საზოგადოების წარმომადგენლები.
მაგრამ ამის გარდა, თუკი სადმე შესაძლებელია, მძიმე ტექნიკით, ცოცხალი ძალით მისვლა, ყველგან მივდივართ და პრაქტიკულად, შეუძლებელიც არაფერია, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დროის ფაქტორია.
დროის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ, ყველგან მივდივართ, საბოლოო ჯამში, ამიტომ, ძალით პანიკის დათესვა, ძალით რაღაცეების წერა და კითხვა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და დაველოდოთ, მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში, რაც კი თეორიულის დონეზეც შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებთ”, _ თქვა მამუკა მდინარაძემ.