https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მანანა ლომაძე: „ქალბატონი ლომის წილით, ფონდების დაცვასა და მუზეუმის ისტორიის შექმნაში“

12:04; 16.04.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 „საუკუნეში ხშირად არ იბადებიან ასეთი  მცოდნე, პატრიოტი და თავმდაბალი ისტორიკოსი  მამულიშვილები. ფუტკარი რა არის? მისი შრომა რას ან ვის შეედრება? სანდო და უალტერნატივო მცველია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში“,  _ ასე ხშირად  საუბრობენ   ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები,  ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელზე, მანანა ლომაძე. ქალბატონი მანანა 75 წლისაა და სურს,  მუზეუმში თავდადებული შრომის ნახევარსაუკუნოვან თარიღთან ისე მივიდეს, როგორც თავად ამბობს და სჩვევია: „არც აჩქარდეს და არც ძიება შეანელოს“.

„როგორც კორონაგადატანილს შეეფერება, მართლა კარგად ვარ. მშვიდად ვიყავი, ვიმოქმედე ისტორიკოსის პუნქტუალობით, ადამიანური სიმშვიდით, ექიმის მითითებით და კი წავიდა თავის გზაზე ეს კორონა. ისე კი მინდა, გზაც არ ჰქონდეს, არც არავინ შეეყაროს და არც არვინ შემოეყაროს“, _ ხუმრობასაც არ ივიწყებს  ჩვენთან საუბარში  და ასაკზე ბევრად ახალგაზრდული იერით და აზროვნებით, მშვიდად პასუხობს დასმულ კითხვებს.

საუბარშიც ისეთივე დინჯია, როგორც ფონდების მცველის ხასიათს შეეფერება, როგორსაც იცნობენ…

გვიამბობს, რომ პროფესიით ისტორიკოსია, 44 წლის წინ მივიდა ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში და მას შემდეგ, მუზეუმის ფონდების შევსება და მისი დაცვა ქალბატონ მანანას სასიცოცხლო საქმედ იქცა.

_ სიყვარულით უნდა გავიხსენო მაშინდელი დირექტორი, ენვერ გოგუაძე. ისე მოწიწებით შემხვდა და მიმიღო, მე თავად მეუხერხულა. 1976 წელი იყო.   მან დამაკვალიანა და დამაყენა გზაზე. ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა იმთავითვე იყო: აღრიცხვა, დაცვა, შენახვა, პოლულარიზაცია. ამ საქმის კეთებას მართლაც თავდავიწყებით შევუდექი, _ გვიამბობს ქალბატონი მანანა.

ვიდრე მისი ბიოგრაფიის უმნიშვნელოვანეს პერიოდებს გავიხსენებთ, ურჩევნია, გვიამბოს, ახლა რაზე მუშაობს.

_ ვმუშაობ წიგნზე _ „ეკატერინე გურიელის მარტვილობა“. მინდა, ბროშურა გამოვცე. პატარა ფორმატით. ყველამ რომ წაიკითხოს. ასევე, მინდა გამოვცე „ქართველების ახალი დიდგორი ნასაკირალთან“. ყველაზე საშური საქმე კი ჩემთვის არის: „უკანასკნელ გურიელთა გაბნეული საფლავები“.  ასეთი ბროშურის გამოცემასაც ვაპირებ. გიორგი გურიელის ერთი შტოს  წარმომადგენლები  ჯუმათში არიან დასაფლავებული. ძირითადი საძვალე და ძვალთშესალაგი კი იყო შემოქმედის მონასტერი. ზოგიც გაბნეულია და ალბათ, ვერასდროს ვნახავთ. მამია მეხუთე გურიელს ხუთი შვილი ჰყავდა და ახლა ამათ, უკანასკნელ გურიელთა საფლავებს ვუტრიალებ. მინდა, ყველა მოვძებნო, რასაც შევძლებ.  ყოველი სამუშაო დღე კი  იმით იწყება, რომ ჩემს  „პუსას“ ვუვლი, შემდეგ მივდივარ სამსახურში. ყოველი კვირის ბოლოს კი ჩემს თავს ვეკითხები, გავაკეთე თუ არა, რაც შეიძლებოდა უფრო მეტი? კმაყოფილი არასდროს ვარ,  როგორც ძიებით, ისე _ შედეგით, _ გვესაუბრება ჩვეული სიმშვიდით და იხსენებს, როგორ შეიქმნა მისი იდეით და პროექტით, დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი _ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფილიალი.  როგორ მოიძია ზუსტი ინფორმაცია  დაკარგული დღესასწაულის „ალეგრობის“  შესახებ, მერე კი საგეოგრაფიო სახელ „ოზურგეთს“ უკირკიტა და ზუსტად მიაკვლია „ორ ზურგს შორის მოფარებულ მშობლიურ ოზურგეთს“.

ახლა? _ ახლა ქალაქ ოზურგეთის უბნების სახელების ტოპონიმიკას უტრიალებს… ბევრი სახელი მისი დაზუსტებულია: ბასრა, ზვანი,  საპარასკევო… „სპირტი უბანი“ დარჩა კარგად გამოსაკვლევი და ამბობს, „მალე გავა ბლოში“, რადგან აქტიურად დაეხმარა მასალა, რომელიც  მოაპოვებინა ოზურგეთელმა ნანა ღლონტმა.   

 მუშაობაში განსაკუთრებული თანადგომისა და მასწავლებლობისთვის კი  პროფესორ იური სიხარულიძეს უმადლის.

_ ქუჩების ისტორიული სახელების მოძიება და გაკეთება მისგან მაქვს დავალებული. ორი რამ მაინტერესებდა. 1905 წლის ქუჩაზე რომ ვცხოვრობდი _ რატომ ერქვა აქაურ უბნებს „ლაშე“ და „გაკირული“.  ვიძიე და  კირის და მომლაშო წყლის არსებობასთან მივედი. იური სიხარულიძემ გამიკეთა შრომები. მშვიდად, წყნარად, დროის დაუკარგავად მივყვები საქმეს. აჩქარება არ მიყვარს. ახლა, პანდემიის დროსაც მშვიდად უნდა ვიყოთ და ვაკეთოთ საქმე.  სიმშვიდე  უმთავრესია, _ გვეუბნება  ქალბატონი მანანა და ყოველი ჟესტით  წიგნებისა თუ სხვადასხვა ფორმატის ბროშურებისა და ნამუშევრებისკენ იხრება.

მანანა ლომაძის  ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში მუშაობის შთამბეჭდავი მუშაობის პერიოდი მაინც 1990 წლიდან იწყება, როცა შეიქმნა არქეოლოგიის შტატიანი განყოფილება. მანამდეც ეს განყოფილება ებარა, შტატის გარეშე. ამის შემდეგ კი, 2017 წლამდე, 17 წლის განმავლობაში, მუზეუმის ფონდები მისი ინიციატივით, თავდადებული შრომითა და  ძიებით,  განსაკუთრებით  შეივსო და გამდიდრდა. მაგალითად: ბრინჯაოს ცულების კოლექცია ლაითურელ კამო ვარდანიანთან მოიძია. გრიგოლეთიდან, გიორგი კალანდარიშვილმა გადასცა ბრინჯაოს ნივთების კოლექცია. მისი უდიდესი დამსახურებაა „ლაითურის განძად“ წოდებული კოლექციის მუზეუმისთვის გადაცემა.

2007 წლიდან მანანა ლომაძე უკვე მუზეუმის ფონდების მთავარი მცველია, რასაც დღემდე  რუდუნებით ასრულებს. იკვლევს გურიის სხვადასხვა ხანის ძეგლებს, რომელიც შემდეგ სამეცნიერო კონფერენციებზე წარმატებით  გამოაქვს.

მანანა ლომაძე თავისი საქმის დიდოსტატია თავისი შეუპოვრობით, თუნდაც ისტორიული თარიღების სიღრმისეული ცოდნით. ძველთაძველ ძეგლებსაც კი არ ეპუება და ისე ზუსტად ახერხებს მათ შესწავლას და მერე სამეცნიერო ნაშრომად ქცევას, აკადემიურ სამეცნიერო სიმპოზიუმებზეც აღფრთოვანებით უსმენენ. ასეთი  იყო, მაგალითად, საქართველო-ბრიტანეთის მეცნიერთა თავყრილობები.

2008 წელს  განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა მოხსენებამ: „გურიის ქვის ხანის ძეგლები“. 2009 წელს კი ოზურგეთში, პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე  გამოვიდა მოხსენებით: „ვაშნარი-სპონიეთი-გვიან ანტიკური-ადრე შუა საუკუნეების ხანის ციხექალაქი და სატაძრო-სამონასტრო კომპლექსი“.

 მისი თავდადებული შრომის ზენიტი იყო, 2000 წელს ურთიერთობის დამყარება  ქართული წარმომავლობის ამერიკელ მკვლევართან, რიჩარდ-ალექსის გოგოხია-ჯორჯიანთან. ამერიკელი მეცნიერი გურიას ამ წელს ეწვია, მისი ბაბუის ალექსი გოგოხია-ჯორჯიანის ანდერძის აღსასრულებლად, რათა  გურულ მოჯირითეებზე დაეწერა წიგნი.

ამერიკელი მეცნიერი ქალბატონი მანანას ოჯახში ცხოვრობდა. აქ გაჩნდა იდეა თანამკვლევარობისა, რაზეც დაეთანხმა ამერიკელ მკვლევარს და ძიებაში ჩაერთო.

მანანა ლომაძე, როგორც მკვლევარი, 12 წლის მანძილზე აწვდიდა მას ამერიკაში გურულ მოჯირითეთა უცნობ ისტორიებს.  რიჩარდ ჯორჯიანი მადლიერებით  სავსე წერილებს უგზავნიდა ქალბატონ მანანას. ახლა ეს საოჯახო არქივში ინახება: „მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლობა გადაგიხადო დაუღალავი შრომისთვის, გურული დოკუმენტაციის შეგროვებისთვის, რამაც ხელი შემიწყო წიგნის წერაში: „გურული და ქართველი მოჯირითეები ამერიკის ველურ დასავლეთ შოუში“. თქვენი მზრუნველობის და თანამშრომლობის გარეშე, ეს ფაქტები ვერ გამოაშკარავდებოდა!“.

დიახ, გურული მოჯირითეების ამერიკული ისტორიის მოპოვებასა და გამომზეურებაში მანანა ლომაძის ლომის წვლილია!

თავდადებული შრომის, საქმის სიყვარულის იშვიათი გამოვლინების, უსაზღვროდ მდიდარი პიროვნული თვისებების გამო ხდებოდა და ხდება, რომ მანანა ლომაძეს აღფრთოვანებულ სიტყვებს უძღვნიდნენ და უძღვნიან მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები (მათ შორის:  გურამ ქართველიშვილი, იური სიხარულიძე, ქეთევან გოდერძიშვილი და  სხვები): „ქართული კულტურის დაუცხრომელი მცველი  და ენერგიული ქალბატონი“,   „გულისხმიერი მოწაფე“, „ღირსეული მეცნიერი“, „ეს არის ქალბატონი  ლომის წილით, ფონდების დაცვასა და მუზეუმის ისტორიის შექმნაში“…

სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მანანა ლომაძეს არ  დაკლებია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მადლობის სიგელი თუ ფასიანი საჩუქარი. მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი კი, როგორც თავად ამბობს,  ოზურგეთის, გურიის ისტორიული წარსულის სიღრმეებისა და აქამდე აღმოუჩენელ საიდუმლოებებში კირკიმალია, რის გარეშეც სიცოცხლის წუთიც ვერ წარმოუდგენია.

საოცრად პუნქტუალურია. როცა ჩვენს რედაქციას  სტუმრობს და  მორიგი სტატია მოაქვს, გვერდით დაგიჯდება. სანამ კარგად არ წაიკითხავს რამდენჯერმე, არ წავა.  მერე კი ტელეფონით შეგვეხმიანება,  გვკითხავს, როგორ არის საქმე  ტექსტში, სადმე ზედმეტად წერტილი და მძიმე ხომ არ „გაიქცა“, რომ სადმე აზრი არ შეიცვალოს…  

„გურია ნიუსი“ კვლავ დაუღალავ სამეცნიერო მუშაობას უსურვებს ჩვენთვის ასე სასურველ რესპონდენტსა და საყვარელ მეცნიერ ქალბატონს. 

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

00:29; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20 იანვარი, 2026

72 საათიანი ეფექტური დიეტა

ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო