ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, მანჩესტერში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
მანჩესტერ არენაზე აფექება არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით ბარბაროსული თავდასხმის სამიზნე ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ:
„ჩემი ფიქრები ახლა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან არის და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა იზიარებს ამ ემოციას.
მინდა პატივისცემა გამოვხატო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიმართ, რომლებმაც მთელი ღამის განმავლობაში პროფესიონალურად იმუშავეს, მათ შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი მოვალეობები“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.