მეხანძრე-მაშველები, ინგლისში, მანჩესტერთან ახლოს ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, 30-ზე მეტი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახორციელდა.
როგორც ცნობილია, შეჩერებულია სასწავლო პროცესი და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
REUTERS-ის ინფორმაციით, პოლიციას ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ აქვს, ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი სიცხე და ქარი.