ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ამ წუთებში მიდის საგამოძიებო მოქმედებები. მოკლულია 80 წლის ქალი. ასევე გატაცებული იქნა მანქანა, რომელიც გარდაცვლილის დისშვილის საკუთრებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანა ნაპოვნია. ის მელექედურიდან 15 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
“გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა იდენტიფიცირებულია, თუმცა, ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც “გურია ნიუსს“ შს სამინისტროს პრესსცენტრში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 177-ე _ ქურდობის მუხლით.