უბედური შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურში – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მახოს ხიდთან მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა – გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
არსებული ინფორმაციით, სულ ავტომობილში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.
რა მუხლით წარიმართება გამოძიება ჯერ უცნობია.