მანქანის მართვის დროს, კაცს გულის შეტევა დაემართა, ხეს შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთავი-გარდაბნის გზაზე მოხდა. ცნობილია, რომ კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.