დეპუტატობის კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ, მედიის წარმომადგენლებთან სოლიდარობა გამოუცხადა იმ პედაგოგებს, რომლებიც, მისი თქმით, ზეწოლას განიცდიან.
მისივე თქმით, ჩოხატაურის საჯარო სკოლების დირექტორებზე ზეწოლა არის სამარცხვინო ფაქტი. “ყველას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ხმას ვის მისცემს:
“პედაგოგებო! თქვენი გადასაწყვეტია, ხმას ვის მისცემთ. მიეცით ხმა მას, ვისაც ჩათვლით საჭიროდ.
დრო ყოველთვის იცვლება და ვერავინ შეცვლის ჩვენს აზრს.
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მომავალი აღუზრდიათ და უნდა აღზარდოთ ისე, რომ მათ თავისუფალი ნების გამოხატვის არ შეეშინდეთ“, _ თქვა კვირკველიამ.