ლანჩხუთელი მარინა თოთლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და 22 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმისშვილს, სერგი მირზაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
“სერგი, მამიდა, ჩემო ერთადერთო ძმისშვილო და მოუშუშებელო ტკივილო, ჩემო იმიერში დავაჟკაცებულო, გილოცავთ დაბადების დღეს!
დღეს 29 წლის გახდი…
სერგი, მამიდა, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, სულის ტკივილამდე მენატრები. მაპატიე, მამიდა, რომ შენი მკვლელი თუ მკვლელები საქართველოს კანონმდებლობით დღემდე დაუსჯელია!!!
მამიდა, მე, შენს გადარჩენაზე ვოცნებობდი, გერმანიიდან პროფესორი ჩამოგიყვანე, მაგრამ რატომღაც, სასწრაფოდ სამხარაულში გადაგიყვანეს! მაპატიე, მამიდა, იმ არაადამიანმა ერთი მეათასედი იმედიც კი რომ წაგართვა, დღეს ოცნებობს და ცხოვრებას აგრძელებს, მაგრამ, ყველას, ვისაც კი წვლილი მიუძღვის, უფლის სამართალს ვერსად გაექცევა!
ჩვენო დიდო ვაჟკაცო, დალი ბებია ყოველდღე მოდის შენთან, ყველა დღესასწაულს გილოცავს, შენ ხომ დალი ბებიას გაუსაძლისი ტკივილი ხარ! ხომ იცი, როგორ უყვარხარ და ენატრები!
რომ არა ის საბედისწერო ღამე, დღეს რა ბედნიერები ვიქნებოდით! სერგი, მამიდა, თუ რამე დაგაკელი მაპატიე, ჩემო დიდო ვაჟკაცო! მამიდუკას უყვარხარ და ენატრები!” – წერს მარინა თოთლაძე.
ტრაგიკული შემთხვევა წლების წინ, თბილისში წერეთლის გამზირზე მოხდა. სერგი მირზაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გამჭოლი ჭრილობა საკუთარ სახლში მიაყენეს.