მეცნიერებმა მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნეს. ახლა უკვე ხანში შესული ქალი შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ახალგაზრდა გოგონა.
ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფი დიდხანს ცდილობდა გამოეკვლია ადამიანის გენი და გამოავლინეს ძირითადი გენი, რომელიც პასუხისმგებელია კანის დაბერების პროცესზე.
მთლიანობაში 1500 სხვადასხვა გენი იყო აღმოჩენილი რომელიც პასუხისმგებელია იმაზე თუ როდის გაუჩნდება ადამიანს ნაოჭები.
ასევე ექსპერტებმა აღმოაჩინეს კანის დაბერების რამდენიმე მთავარი მიზეზი. კანის დაბერების პროცესში შეიძლება ჩართული იყოს სხვადასხვა ჯგუფის გენი.
ექსპერტებმა ასევე დასძინეს რომ კანის დაბერების განმსაზღვრელი ფაქტორი მისი ჰიდრობალანსია. იმისთვის რომ კანი ახალგაზრდული იყოს, აუცილებელია მისი მუდმივი დარბილება. ამაზე პასუხისმგებელია გენი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მათი აქტიურობა მცირდება. შედეგად კანი მშრალი ხდება.
ახლა მეცნიერებს ისღა დარჩენიათ ისწავლონ თუ როგორ მოახდინონ ზეგავლენა ძირითად გენებზე, რომელიც პასუხისმგებელია კანის დაბერებაზე. შედეგად ქალები სამუდამოდ მოიშორებენ ნაოჭებს, კრემებისა და ძვირადღირებული ოპერაციების გარეშე.