გუშინ გამართულ პარლამენტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ნიკა გვარამია ფეისბუქით პასუხობს:
„არასდროს არ დამავიწყდება ნიკა გვარამიას გაწბილებული სახე, სისხლი რომ არ დაიღვარაო, – ტრიბუნიდან განუცხადებია მარადჟამს თავდაუბანელ პარლამენტის თავმჯდომარეს. ისედაც ხომ კარგად გაქვს ჩაბეჭდილი და, ჯერ სადა ხარ, მართლა არასდროს არ დაგავიწყდება.
აი, შენი კი აღარავის ემახსოვრება, მაგ თანამდებობაზე რომ აღარ იქნები. თუ, რა თქმა უნდა, შემდეგ ხელისუფლებას შენი ფოტოების გაკვრა არ მოუხდა ყველა კედელზე, წარწერით “იძებნება” WANTED“, _ წერს გვარამია სოციალურ ქსელში.