ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ისაუბრა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო დღევანდელი პოლიტიკური კურსით ევროკავშირს ვერ შეუერთდება.
“სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოებაც შეიძლება შებრუნდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც მმართველი პარტია ქვეყანას უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას. ნათელია, რომ საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს დღევანდელი კურსით და რომ საქართველოში დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ აქვთ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. თუ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პირები გააგრძელებენ ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა”,_ განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.