რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს “შემდგომი შედეგებით” დაემუქრა, თუ მისი მთავრობა კურსს არ შეცვლის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა განაცხადა. მოვიდა დემოკრატია, ბატონო. შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი“, – წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.