ლანჩხუთში მცხოვრებ მარიამ ქანთარიას დღეს 101 წელი შეუსრულდა.
ფოტოს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მარიამ ქანთარიას დაბადების დღე მიულოცეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ.
მარიამ ქანთარია წლების განმავლობაში ბუღალტერი იყო.