საქართველოს პარლამენტში, დღეს, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. პროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმდება და გარკვეულ ოდენობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი იმოქმედებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილება ერთის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს, მეორეს მხრივ კი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს.
კანონპროექტს დადებითად აფასებენ ოპოზიციაშიც, თუმცა უმცირესობაც და უმრავლესობაც თანხმდება, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მეტად უნდა დაიხვეწოს და ის პრევენციაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ რეაბილიტაციაზე იყოს ორიენტირებული. მმართველ გუნდში ამ მიმართულებით უფრო მასშტაბურ ცვლილებებს აანონსებენ.
ცვლილებები ხორციელდება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონში.