„ჩვენი თვითშეგნება უნდა ამაღლდეს ისე, რომ ლოკდაუნი არ განვითარდეს“, _ ამის შესახებ ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„როგორც ვიცი, წერტილოვანი შეზღუდვები გრძელდება და ამას მთავრობა წყვეტს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი თვითშეგნება უნდა ამაღლდეს ისე, რომ ლოკდაუნი არ განვითარდეს“, _ აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.