„ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი იყო“, _ ამის შესახებ “დღის კურიერში” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
“უკვე შეიმჩნევა, რომ სერიოზული ზრდა იქნება და მე ვფიქრობ, მეორე ტალღამ შეიძლება პირველს გადააჭარბოს, თუ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ იქნება.
ბოლო პერიოდში, ძალიან გავთამამდით და მოსახლეობას ჰგონია, რომ ეს დაავადება ნაკლებად მძიმე დაავადებაა. თუ ასე გავაგრძელეთ, დამერწმუნეთ, ეს გამოიწვევს საგანგაშო შედეგს“, _ განაცხადა დღის კურიერში” მარინა ენდელაძემ.