შესაშური სტატისტიკური მონაცემებია, რომელიც დადო ქვეყანამ და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს, _ ამის შესახებ თბილისის ინფგექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გამნაცხადა.
ეგზუბაიას თქმით, საქართველოში პირველი ეტაპი, რასაც ვირუსის შეკავების პერიოდი ერქვა, შესაშური შედეგებით დამთავრდა.
„ვირუსის შიდა გავრცელების პერიოდი, საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი,ზომიერი მატებით. ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილს რატომ უჩნდებათ კითხვები, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არის დამალული მონაცემები, არ ვიცი. ასე მგონია, თითქოს სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს, შთაბეჭდილება იქმნება ასეთი, თორემ სინამდვილეში არსებული მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ძალიან გთხოვთ, ნუ გაქვთ ეჭვები ამ სტატისტიკურ მონაცემებში“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.