ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა. ორდღიანი გადაუღებელი თოვლის შედეგად გადაადგილების კუთხით პრობლემები შეიქმნა. სწავლა საჯარო სკოლებში შეზღუდულად მიმდინარეობს.
,,დიდთოვლობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები. ჰაერი გასუფთავდა. ულამაზეს სამოსში გაეხვია ხარაგაული, მაგრამ: გაითიშა ელექტრო ენერგია, გზებზე მოძრაობა შეიზღუდა, სკოლები ამ ორი დღის განმავლებაში, ვერ შეძლებენ ნორმალურ ფუნქციონირებას. სასწავლო პროცესი დღეს შემდეგ სკოლებში მიმდინარეობს ( შეზღუდული რაოდენობის მოსწავლეებთან): ზვარის საჯარო სკოლა, ნადაბურის საჯარო სკოლა წიფის საჯარო სკოლა, ბორის საჯარო სკოლა პანსიონი , ხიდრის სკოლა და ვაშლევის საჯარო სკოლაში. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრხილის მაქსიმალური ზომები . მშვიდობა და სიკეთე გქონდეთ, “– აღნიშნულ მიმართვას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ვეფხვაძე აქვეყნებს.
ის “გურია ნიუსს” დამატებით ინფორმაციას აწვდის: ,,ხუთ სკოლაში, მიუხედავად დიდთოვლობისა, ტარდება სასწავლო პროცესი, თუმცა ისევ თოვს და არ ვიცი ხვალ რა მდგომარეობა იქნება.”
ავტორი