მარიტა გრიგოლაშვილი ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ამჟამად იმყოფება საფრანგეთში, ევროპის აკადემიური ცენტრის გაცვლითი პროგრამით, როგორც ,,გლობალური კრიზისების ფორუმი 2022-ის” გამარჯვებული.
პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევრო პარლამენტში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ევრო საბჭოსა და ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში.
,,ჩვენი მოგზაურობა სხვა მრავალ საინტერესო აქტივობასაც შეიცავს.მართალი არ ვიქნები მადლობა არ გადავუხადო ევროპის აკადემიურ ცენტრს, ვინაიდან სწორედ მათი მეშვეობით ვიძენათ ასეთ უსაზღვრო გამოცდილებას. უღრმესი მადლობა ზესტაფონის მერიასა და ჩვენს დეპუტატს, ბატონ ბეჟან წაქაძეს . მადლობა ჩემს კომიტეტსა და მის ხელმძღვანელებს , ბაქარ ჯუღელსა და თამთა ჯიხვაძეს . მადლობა ჩემს სკოლას და ყველას, ყველას ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ჩემს წარმატებაში. ამ მოგზაურობით ახალი, რაღაც ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და მაბედნიერებს ფაქტი, რომ ეს პროექტი ამ შესაძლებლობას არაერთ ჩემ მსგავსს სთავაზობს,”- საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ამ პოსტს საფრანგეთში მყოფი ზესტაფონის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიტა გრიგოლაშვილი წერს.
ავტორი