16 მარტს, რუსი ოკუპანტების მიერ, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე მიტანილი იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელევიზია ,,Україна 24“ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, გადარჩენილთა ინფორმაციით, საჰაერო დარტყმის დროს, თეატრში 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გადარჩენილთა რაოდენობა 200-ზე მეტს არ აღემატება.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. იმის გამო, რომ ტერიტორია ნანგრევებით იყო ჩაკეტილი, მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები ამ დრომდე უცნობია.
ავტორი