დონეცკში, მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა მარიუპოლი. როგორც ukrinform იუწყება, დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამშობიარო სახლიც.
„მარიუპოლი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა, კერძოდ, ბომბავდნენ საცხოვრებელ უბნებს, სადაც არ არის სამხედრო ინფრასტრუქტურა. მარცხენა სანაპიროზე მდებარე სამშობიარო საავადმყოფო დაზარალდა. ჩვენ ვაზუსტებთ ინფორმაციას მსხვერპლისა და ზარალის შესახებ“, – განაცხადა დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა პავლო კირილენკომ.