მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა პარტია ერთიანი რუსეთის შტაბ-ბინა გახსნეს. ოფისისთვის მათ სავაჭრო ცენტრ მეტროს შენობა აარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას unian მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ქალაქში დარჩენილი მარიუპოლელების ინფორმაციით, შტაბ-ბინაში ანაწილებენ პარტიულ გაზეთებს, რომლებიც პრორუსულ კამპანიას ეწევიან. ასევე, ოკუპანტები გასცემენ მობილური ოპერატორის, ფენიქსის ბარათებს, რომელიც დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს”. – წერია განცხადებაში.
ოკუპანტები თავიანთ შტაბს ჰუმანიტარულს უწოდებენ.