დროებით ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში დღეს დილით აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მეთაურის ერთ-ერთი მანქანა აფეთქდა. შესაბამისი განცხადება მარიუპოლის საკრებულომ Telegram-ზე გააკეთა.
„დილის 08:07 საათზე მარიუპოლში, ბახჩივანჟის ბაზრობასთან (პრიმორსკის რაიონი, ბუდიველნიკოვის გამზირი) აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ოკუპანტების ერთ-ერთი მეთაურის მანქანა“, – ნათქვამია ანგარიშში.
გავრცელებული ინფორმაციით, მტრის მანქანა მარიუპოლის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებმა ააფეთქეს.