რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა სკოლა, სადაც ადამიანები იმალებოდნენ. მარიუპოლის საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 19 მარტს მოხდა.
„გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის ლივობერეჟნის რაიონში 12-ე სამხატვრო სკოლაში, სადაც 400-მდე მარიუპოლის მცხოვრები იმალებოდა – ქალები, ბავშვები და მოხუცები. ცნობილია, რომ შენობა დაინგრა, მშვიდობიანი ხალხი კი ისევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ”,_ ნათქვამია მოხსენებაში.