“მარნეულში „ქართული ოცნება“ ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას — მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს და რუსთაველის გამზირზე იქნება“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აზად ქარიმოვმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი პარტიის ლიდერებთან ერთად მარნეულში მოსახლეობას შეხვდა და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მარნეულში მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, არის ფაქტები სადაც ქართული ოცნების წევრები, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ – 5 ნომრით ისევ ნაციონალური მოძრაობა იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილის პარტია – ქართული ოცნების სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს! 4 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის წევრები ვიქნებით რუსთაველის გამზირზე, ყველას მოგიწოდებთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე შეკრებისკენ!!” – განაცხადა აზად ქარიმოვმა.
აზად ქარიმოვის განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.



































































