“შესანიშნავი არჩევანი 2025 წლის სახაროვის პრემიისთვის”,- აღნიშნული განცხადებით ეხმაურება ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.
„ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ. როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, მაშინ რეპრესიები და კორუფცია ძლიერდება. ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება. მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს“, – წერს მარტა კოსი X-ზე.
ინფორმაციისთვის, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი – 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.
An excellent choice for the 2025 Sakharov Prize.
Strong leaders do not fear independent journalists.
When journalists are silenced, repression and corruption thrive.
We need more independent voices like Andrzej Poczobut & Mzia Amaglobeli.
They must be set free. Immediately.
— Marta Kos (@MartaKosEU) October 22, 2025


































































