ეს მართა შალამბერიძის ნამუშევარია, რომელიც კონკურსისთვის “ფიროსმანის ფუნჯი” დაიხატა. კონკურსი მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც მართა შალამბერიძე 155 მონაწილეთა შორის აღმოჩნდა.
როგორც მართას დედა, ხათუნა მჟავია „გურია ნიუსთან“ განმარტავს, მართამ ნახატის შექმნა მარტო იმიტომ კი არ მოინდომა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღო, არამედ იმისთვის, რომ ხელოვნების პედაგოგი გაეხარებინა.
მართა თბილისში, თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეა. მას უნდოდა, ხელოვნების მასწავლებლისთვის, ლედი კუთხაშვილისთვის კარგი ნამუშევარი მიეტანა.
მართა ამ ნამუშევარით ერთ-ერთი პრიზიორი გახდა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დააჯილდოვეს.