მარტი და აპრილი უკრაინისთვის რთული იქნება,_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“მარტსა და აპრილში გაგვიჭირდება. გავივლით სხვადასხვა ტალღების პერიოდს: პოლიტიკური, ფინანსური და სხვა სახის ზეწოლის. რუსეთმა შესაძლოა მოამზადოს კონტრშეტევა ზაფხულის დასაწყისში ან მაისის ბოლოს. ისინი მოემზადებიან და ჩვენ მოვემზადებით ბრძოლისთვის. მე მჯერა, რომ მათი შეტევა ნაყოფს არ მოიმკის”,_ განაცხადა ზელენსკიმ.