თბილისში, მეტეხის ხიდთან სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა სცადა.
ხიდიდან გადახტომამდე მან ფეისბუქ ლაივში მძმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, _ ვიდეოს იმედინიუსი ავრცელებს.
„ეს არის ქვეყანა? ერთეულებმა მილიონებით ვილები აიშენეს, პედოფილები ციხიდან გამოუშვეს და მე პირობითის გულისთვის ვერსად, მეეზოვედაც კი ვერ უნდა ვიმუშაო“,_ამბობს ის ვიდეოში.
ხიდიდან გადამხტარი ქალის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოიძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.