მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესის თაობაზე, ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას, სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო პოსტი მოჰყვა.
ვისი მიცვალებული შეაწუხა ნაწოლებმა, რომ მკვდრების წამოჯდომა მოინდომეს?..
წარწერა კუკიის სასაფლაოზე: აქ ზის ტფილისი.
ვიღაცამ მე მგონი, სამეგრელოში სავარძლები ჩამოიტანა ევროპიდან და არ ეყიდებოდა, მონახა საკრებულოში საჭირო კაცი (იქ ყველა ყველას იცნობს) და მივიღეთ კანონ-პროექტი.
მარტო წელს ქვევით თუ ჩამარხავენ ქვაზე დახატვაც აღარ დასჭირდება, იაფი დაჯდება.
წოლით რეჟიმს რას ერჩოდნენ?..
ქუთაისელებმა ჩვენ არ გვინდა ჩაცუცქული დასაფლავებაო, რადგან ისედაც მთელი ცხოვრება ჩაცუცქულები ვართო.
შენ დაჯექი, ასი წლის მერე.
სკამზე დაწებებულად დაკრძალვის კანონს გიგი წერეთელი ლობირებდა!..
ტყუილა წოლას ტყუილა ჯდომა ჯობიაო – ზუგდიდური ანდაზა.
წარწერა საფლავზე:
მე აქ უნდა ვიჯდე და შენ მანდ უნდა იდგე?
მოდი, აქ დაჯექ, ქალო! – ზუგდიდელი ნეკროფილი.
ესენიც მჯდომარე იყვნენ ამ კანონის მიღებისას და ბარემ მიგვეკრძალა ამათზევე გამოვცდიდით.
კითხვა, რამდენი ხანია რაც გარდაიცვალა შეიცვლება კითხვით _ რამდენი ხანია რაც ზის?..
ეს ალბათ საფლავზე მიტანილი პურ–მარილი და ღვინო რომ ადვილად მიირთვან მაგიტომაა ხოო?..
სადაა? – ზის.
მოკვდა? – არა დაიჭირეს.
დამჯდარი დამარხვის წესიო, კაცოოუ…
ღმერთო, იქამდე წამიყვანე, სანამ ესენი შპაგატზე დამარხვის წესს მიიღებენ, დამჯდარს კიდო გაუძლებ.
მოვკვდები და არ დავჯდები.
წყარო: “კვირა+”