უახლოეს მომავალში აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში ერთი სიახლე დაინერგება.
მარტოხელა მოხუცების მოვლასა და გართობაზე ერთდროულად 800-ზე მეტი რობოტი იზრუნებს.
რობოტები 65 წელზე უფროსი ასაკის იმ ადამიანებს დაეხმარებიან რომლებიც მარტო ცხოვრობენ. რობოტებს შეუძლიათ უპასუხონ კითხვებს, ესაუბრონ ადამიანს და შეახსენონ კონკრეტული ინფორმაცია.
მარტოობა ხანდაზმულებისთვის ერთგვარი პრობლემაა. რობოტების პროექტი შეიძლება ახალ ტრენდად იქცეს და მალე სულ უფრო მეტი რობოტი ვნახოთ მოხუცებთან ერთად.
ავტორი